ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მათემატიკა + კრიტიკული აზროვნება

პროგრამის აღწერა

კურსის ფარგლებში მოსწავლეებისთვის III-IV კლასებში არსებული პრობლემური საკითხების სახალისო და საინტერესო ფორმით მიწოდება მოხდება. გამოყენებული იქნება ბევრი თვალსაჩინოება, თემების გადაფარვა მოხდება როგორც პირდაპირი ასევე ირიბი ფორმით.

პროგრამის ცხრილი

  • სამშაბათი 15:00 - 16:00
  • ხუთშაბათი 15:00 - 16:00

პროგრამის ავტორზე

დაჩი ნანობაშვილი

მოხალისე მასწავლებელი

დაჩი ნანობაშვილი 21 წელია სკოლაში ასწავლის დაწყებით კლასებს. არის მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ და მათემატიკის ფესტივალის დამფუძნებელი. მისი ავტორობით გამოიცა საოლიმპიადო ამოცანების 14 კრებული. იგი სხვადასხვა წლებში იყო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის გარე ექსპერტი, 1–6 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების ექსპერტი. დაჩი ნანობაშვილი არის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018 წლის ფინალისტი. 2020 წლიდან არის სასკოლო ლიდერობის ეროვნული კონკურსის ჟიურის წევრი და პროექტ „ტელესკოლის“ 1-4 კლასების მასწავლებელი.