ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მათემატიკის საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდები

პროგრამის აღწერა

მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საოლიმპიადო მათემატიკური ამოცანების ამოხსნის მეთოდებს. ასევე მიიღებენ სტანდარტული სასკოლო კურსისგან განსხვავებულ ცოდნას და გამოცდილებას.

პროგრამის ცხრილი

  • სამშაბათი 14:00 - 15:00
  • ხუთშაბათი 14:00 - 15:00

პროგრამის ავტორზე

ივანე გოქაძე

მოხალისე მასწავლებელი

ივანე გოქაძე ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელია, ასევე იგი გახლავთ განათლების აკადემიური დოქტორი. 2006 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, არის საქართველოს მოსწავლე გოგონათა ნაკრების მწვრთნელი და საქართველოს ნაკრების მასწავლებელი მათემატიკაში. ასევე უძღვება მათემატიკის საოლიმპიადო - საწრეო ჯგუფის მუშაობას სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N 41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში.