ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სააბიტურიენტო პროგრამა ,,საქართველოს რეგიონები

პროგრამის აღწერა

კურსის ხელმძღვანელი სააბიტურიენტო პროგრამაში ,,საქართველოს რეგიონები“ იწვევს უფროსკლასელებს (მე-11 და მე-12 კლასელებს), მათ ვისაც აინტერესებს საქართველოს გეოგრაფია და აბარებე ერთიან ეროვნულ გამოცდებს გეოგრაფიაში. კურსის მსვლელობისას მოსწავლეები გაივლიან თორმეტივე ადმინისტრაციულ მხარეს, ყველა იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რასაც ითვალისწინებს სააბიტურიენტო პროგრამა: მდებარეობა, საზღვრები, რელიეფი, კლიმატი, ჰიდროგრაფიული ქსელი, სასარგებლო წიაღისეული, მოსახლეობა, ეკონომიკა, ღირშესანიშნავობები და სხვა.

პროგრამის ცხრილი

  • სამშაბათი 17:00 - 18:00
  • პარასკევი 17:30 - 18:30

პროგრამის ავტორზე

გია გუგეშაშვილი

მოხალისე მასწავლებელი

გია გუგეშაშვილმა დაამთავრა თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქვს მაგისტრის ხარისხი. 2001-2004 წლებში იყო სატრანსპორტო კომპანია ,,საქავტოტრანსის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2004 წლიდან გიმნაზია ,,შავნაბადას“ გუნდის წევრია. გეოგრაფიის მასწავლებლობის გარდა ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრას. თანამშრომლობს გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, როგორც გეოგრაფიის გამოცდის გამსწორებელი.
გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და აქტიურად არის ჩართული სასკოლო და სკოლის გარე აქტივობებში.