ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მადონა ფოჩხუა

team image

მადონა ფოჩხუამ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაასრულა და სწავლა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ასპირანტურის განყოფილებაში პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის განხრით განაგრძო. წლების განმავლობაში თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტის ქართული ენის კათედრაზე და კოლეჯში მუშაობდა. თანამშრობლობს გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის გამსწორებელი. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და აქტიურად არის ჩართული სკოლისა და სკოლის გარეთ აქტივობებში.

მასწავლებლის სხვა პროგრამები