ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაურა ჯიმშელეიშვილი

team image

ლაურა ჯიმშელეიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მიიღო ბიოლოგის და ბიოლოგია-ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაცია. ჯერ კიდევ მეხუთე კურსის სტუდენტმა, მცხეთის რაიონ სოფელ ძეგვში დაიწყო მუშაობა და მისი პირველი პედაგოგიური ნათლობაც იქ შედგა. მუშაობდა წყალტუბოს სხვადასხვა სკოლებში ბიოლოგიის მასწავლებლად, 2000 წლიდან ჯერ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ, მომდევნო წლებში კი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. არც მეტი არც ნაკლები, სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენის მფლობელია. 2015 წლიდან კი, გიმნაზიაში ბიოლოგიას ასწავლის და ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის - „ეკოკლუბის“ ხელმძღვანელია.

მასწავლებლის სხვა პროგრამები