ჯეინ ენუქიძე პროფესიით ჟურნალისტია და აქტიურად მუშაობდა რადიოსა და სხვადასხვა გამომცემლობებში. 11 წლის წინ გადაწყვიტა რომ მასწავლებელი უნდა გამხდარიყო, წარმატებით ჩააბარა პროფესიული უნარებისა თუ მასწავლებლის საგნობრივი გამოცდები, შესაბამისი კვალიფიკაციაც მიიღო და გიმნაზია „შავნაბადას“ დაწყებით საფეხურზე მოსწავლეების საყვარელი მასწავლებელი გახლავთ.