ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სახალისო ბიოლოგია

პროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს ინტერაქტიურ დისტანციურ გაკვეთილებს, მარტივი ექსპერიმენტებით კვლევით სამუშაოებს და მოსწავლეებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაზრდასა და პოპულარიზაციას. გაკვეთილები დაფუძნებული იქნება სახალისო ანიმაციებზე.

პროგრამის ცხრილი

  • პარასკევი 15:00 - 16:00

პროგრამის ავტორზე

ლაურა ჯიმშელეიშვილი

მოხალისე მასწავლებელი

ლაურა ჯიმშელეიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მიიღო ბიოლოგის და ბიოლოგია-ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაცია. ჯერ კიდევ მეხუთე კურსის სტუდენტმა, მცხეთის რაიონ სოფელ ძეგვში დაიწყო მუშაობა და მისი პირველი პედაგოგიური ნათლობაც იქ შედგა. მუშაობდა წყალტუბოს სხვადასხვა სკოლებში ბიოლოგიის მასწავლებლად, 2000 წლიდან ჯერ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ, მომდევნო წლებში კი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. არც მეტი არც ნაკლები, სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენის მფლობელია. 2015 წლიდან კი, გიმნაზიაში ბიოლოგიას ასწავლის და ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის - „ეკოკლუბის“ ხელმძღვანელია.